საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საზაფხულო სკოლა გერმანიაში ბერლინი/იენა

„საერთაშორისო სისხლის სამართალი-მიმდინარე გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“

2022 წლის 26 სექტემბერი - 1 ოქტომბერი

 

ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებთან და ბილეფელდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტთან ერთად აცხადებენ კონკურსს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად!

 

საზაფხულო სკოლას, ფოლკსვაგენის ფონდის სამეცნიერო პროექტის თანამშრომლობის ფარგლებში, ხელმძღვანელობენ ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ედვარდ შრამი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ბორის ბურგჰარდტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტ. პროფ. დოქტ. გიორგი დგებუაძე.

 

ვრცლად
 

თარიღი: 14/07/2022